13 ნოემბერი, 2009
დადგენილება № 304


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს კანონის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-6  და მე-9 მუხლების საფუძველზე,

1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შეიქმნას ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტი.

2.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტის დებულება (დანართი 1).

3.    დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

4.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.



გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი