ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
06.07.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 241

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010,
36/2010 დადგენილებით

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” 2008 წლის 25 მაისის აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

I. შევიდეს ცვლილებები და დამატებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N92 დადგენილების დანართში:
ა) მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ოჯახის ავადმყოფ წევრზე მეურვეობის გამო.“
ბ) მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს: „აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე.“
გ) შესწორდეს მე–9 მუხლის მე–3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით: „სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30 კრედიტის მოცულობით) სრულად გავლის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება 750 ლარით.
დ) მე–7 მუხლის 1–ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება.”
II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი)
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი