ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

01.07.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 226

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალის, მისაღები კონტიგენტის რაოდენობისა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტების დამტკიცების  შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

1.დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, მისაღები კონტიგენტის რაოდენობა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტები (დანართი 1).
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი