ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

04.11.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 221

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის კანდიდატად  რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მომართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  ჯენარო ქრისტესაშვილმა, იურიდიულ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის  კანდიდატურის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 11 მაისის აკადემიური საბჭოს სხომაზე ალექსანდრე ჩხიტაურის მიერ წარმოდგენილ იქნა ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია, რაც არ პასუხობს უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  განვითარების სტრატეგიას და მიზნებს. წინააღმდეგობაშია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის,  მე–40 მუხლის მე–2 პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე, 58–ე და მე–100 მუხლების საფუძველზე:

I. უარი ეთქვას ალექსანდრე ჩხიტაურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატად  რეგისტრაციაზე .

II. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს (ა. ჩხიტაურს), საარჩევნო კომისიას, იურიდიულ ფაკულტეტს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) წინამდებარე დადგენილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

IV. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

V. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ( მისამართი: დ. აღმაშნებლის  ხეივანი,  მე–12 კმ. N6).

 საფუძველი : ხმის დამთვლელი კომისიის 11.05.09 N1 ოქმი.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი