13.04.2009
დადგენილება №212

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010
, №25/2010 დადგენილებით


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ- პროფესორების  შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს ა 1, ა 2 და ბ კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

კატეგორია 1 აერთიანებს:

  • სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.
  • ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20-საათიან (10 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის        მიერ            სამეცნიერო–კვლევით         ინსტიტუტებთან

ხელშეკრულებითან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა).  ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.

  • ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26-საათიან (14 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.

სრული პროფესორის  ანაზღაურება  განისაზღვროს თვეში 1650   ლარის ოდენობით,
ასოცირებული პროფესორის – 1 3 00    ლარის ოდენობით,
ასისტენტ პროფესორის - 900   ლარი.

  ატეგორია აერთიანებს: 

  • სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 12-საათიან ( 6 საათი სააუდიტორიო, 6 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან  ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.
  • ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან ( 8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.
  •   ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან ( 12 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.

სრული პროფესორის  ანაზღაურება  განისაზღვროს თვეში 1280    ლარის ოდენობით,
ასოცირებული პროფესორის - 10 00    ლარის ოდენობით,
ასისტენტ პროფესორის  - 7 20   ლარი.

კატეგორია  აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს,  რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას.
სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით,
ასოცირებული პროფესორის – 720  ლარის ოდენობით, 
ასისტენტ პროფესორის   - 540 ლარი.
II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N6714/02, 27.03.2009წ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი