ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო

დადგენილება №59

2007 წლის 01 დეკემბრის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პროექტის განხილვის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად:

I.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პროექტში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი - მაგისტრატურა - დოქტორანტურა), უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ფორმალური და არაფორმალური სახელობო, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, უწყვეტი განათლების და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება.”

2. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან - ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, აგრეთვე საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო მნიშვნელობის სხვადასხვა საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო- სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან. 3. გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო მნიშვნელობის ერთეულების შექმის ან გაუქმების შესახებ იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საუნივერსიტეტო მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.

3. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საფაკულტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.
ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ასევე გადაწყვეტილებას საფაკულტეტო მნიშვნელობის ახალი ერთეულების შექმნის ან არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. საფაკულტეტო  მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.” 

4. წესდების პროექტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 თავი:

“თავი IV"

უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის წესი

მუხლი 34. მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის ზოგადი პრინციპები

1. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნები ტარდება თავისუფალი  და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით.

 

მუხლი 35. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი

1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე პირთA ნახევარზე მეტი.
2. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან აირჩევა 12 წევრი, თითოეული ფაკულტეტი ირჩევს 2 წარმომადგენელს. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.
4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით.
5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევარის გასვლის შემდეგ.

მუხლი 36. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი

1. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აირჩევა 4 წლის ვადით დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან - ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ერთეულებზე წარმომადგელობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
2. წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.
3. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა 1/3 მაინც, ცალ-ცალკე, როგორც აკადემიური, ისე სტუდენტების რაოდენობიდან.
4. მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ-ცალკე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.
6. პროფესორისა და სტუდენტისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი ან/და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
9. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
10. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
11. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
12. პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია.
13. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას, არჩეულად ჩაითვლება პირი რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლოის ნახევარზე მეტს. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
14. წარმომდგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომდგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით - 4 წლით.

მუხლი 37. რექტორის არჩევის წესი

1. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შდეგის მქონე ორი პრეტენტენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების  ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს  აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, გამჭვირვალობის,  თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

მუხლი 38. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წესი

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.
3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 39. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად.
2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

მუხლი 40. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი

1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

მუხლი 41. ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი

1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების  ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.
2. ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი. კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიისა და ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას ღებულობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. თითოეული კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. ფაკულტეტის დაკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს   სიითი შემადგენლობის   ნახევარზე   მეტს. თუ ვერცერთმა   პრეტენდენტმა   ვერ   დააგროვა    ხმების   ეს   რაოდენობა,   გაიმართება

 მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შდეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული დეკანის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა დეკანის არჩევა, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 

მუხლი 42. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი

1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრად შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.”

5. წესდების ტექსტში ნაცვლად “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა” ჩაიწეროს “უნივერსიტეტი”.

6. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ო” პუნქტი: “განსაზღვრავს მომავალი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა საერთო რაოდენობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით”.

7. წარმომადეგნლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილებებიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის პუნქტი: „საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ყველა იმ საკითხზე გადაწყვეტილება, რაც წესდებით და კანონით არ არის მოწესრიგებული, მაგრამ მათ კომპეტენციაში შედის.“

8. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ფაკულტეტი მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით“.

9. 48-ე მუხლის I-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესში განსაზღვრული ვადით.“

10. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1.     უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტი წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად. 
2. უნივერსიტეტი მაგისტრატურაში მიღების წესს განსაზღვრავს  შესაბამისი ფაკულტეტის დებულება. უნივერსიტეტი დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.”

11. წესდების ტექსტიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი “სწავლების მინიმალური სტანდარტი”.

12. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:          “აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, ფაკულტეტის წარდგინებით მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება პირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი იმ მეცნიერებაში/მეცნიერებებში, რომელსაც ეს ფაკულტეტი წარმოადგენს“.

13. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”უნივერსიტეტი - შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში”

14. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. უნივერსიტეტის  საბიუჯეტო დაფინანსება  ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ  გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნივერსიტეტის ფინანსები მთლიანად ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.”

15. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. უნივერსიტეტის  ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად„.

16.  წესდების ტექსტში ტერმინები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“,    „საჯარო სამართლის იურიდიული პირი- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“  შეიცვალოს ტერმინით „უნივერსიტეტი“.

II. წესდება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი