ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 26 სექტემბრის №49 დადგენილება

პროფესორ კონსტანტინოს დიმადისის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოების შესახებ

 

ქართული კულტურისა და მეცნიერების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის
ბერლინის ფრაიე უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის ნეოგრეცისტთა ასოციაციის პრეზიდენტი კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ო ს  დ ი მ ა დ ი ს ი დაჯილდოვდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

საფუძველი:  კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის წარდგინება.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი