2014-07-22

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (www.eqe.ge) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ:№115/01-01,18.07.2014):

მობილობის ვადები:
  • დოკუმენტაციის მიღება - 26 აგვისტო - 1 სექტემბერი;
  • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 2 – 4 სექტემბერი;
  • სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 5 - 8 სექტემბერი;
  •  ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 11 სექტემბერი.

ვაკანტური ადგილები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 –2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება - №116/01-01, 18.07.2014

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია) წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ბაკალავრის ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
  3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  5. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  7. სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  9. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელებისათვის (მათემატიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები და ფიზიკა) ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი არჩევითი საგნის (ფიზიკა/მათემატიკა) ჩაბარების შესახებ.

კრედიტების აღიარება

მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ - №74/2012 დადგენილების შესაბამისად.

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2014 წლის 5 - 8 სექტემბერს.

სტუდენტს მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმა შეუძლია  წერილობითი განცხადებით მიმართვის გზით, მისი მობილობით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი №303; ტელ.: (+995 32) 2 30 40 70.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32)  2   22 21 08

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №105;  ტელ.: (+995 32)  2 25 17 36

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელ.:(+995 32) 2 30 34 98
საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ -  ტურიზმის საერთაშორისო სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: 2 39 18 75 (74))
სამაგისტრო პროგრამა “ტურიზმი“ - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი N5, ტელ.: (+995 32) 2 30 47 22.

იურიდიული ფაკულტეტი

მის.: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ, II კორპუსი, ოთახი №127;
ტელ.:  (+995 32)  2 29 08 19

მედიცინის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი N38 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 91 31 25.


Print

« იხ. ყველა სიახლე