Elsevier

2014 წლის 21 აპრილიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოფით თსუ-ს აქვს თავისუფალი წვდომა Elsevier-ის ScienceDirect-ის და Scopus-ის ბაზებზე.

ScienceDirect-ზე განთავსებულია მსოფლიოს რეცენზირებადი სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო შინაარსის ნაშრომების თითქმის ერთი მეოთხედი სრულ ტექსტის სახით.

Scopus წარმოადგენს ციტირებადი ლიტერატურის აბსტრაქტირებისა და ინდექსირების ბაზას, რომელიც კვლევის ანალიზის საშუალებას იძლევა ყველა დარგში.

ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელიდან. ბაზაში შესასვლელად გადადით შემდეგ მისამართებზე www.sciencedirect.com ან www.scopus.com

ScienceDirect და Scopus-ის ეფექტურად გამოყენებისათვის გაეცანით გზამკვლევს შემდეგ მისამართზე: http://trainingdesk.elsevier.com/