CALENDAR

ვუდროუ ვილსონის სახელობის ცენტრი გასცემს კვლევით გრანტებს და სტიპენდიებს როგორც ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების სფეროში დაკავებულ მეცნიერებზე, ასევე, სამთავრობო სფეროებში მოღვაწე სპეციალისტებზე, მასმედიასა და კერძო სექტორზე. ცენტრი მდებარეობს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ საუკეთესო ეროვნული ბიბლიოთეკებით, არქივებით და სამეცნიერო რესურსებით.

სტიპენდიები და გრანტები საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

ცენტრის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონკურსი შესაძლებლობას იძლევა, ყოველწლიურად მიენიჭოს დაახლოებით 20 ინდივიდუალური სტიპენდია პირებს, რომლებმაც წარადგინეს გამორჩეული კვლევითი პროექტები სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში, როგორც ნაციონალურ, ასევე, საერთაშორისო პრობლემებზე. პროექტები ეხმიანება სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებსაც. სტიპენდიატები მზად უნდა იყვნენ ითანამშრომლონ როგორც პოლიტიკურ მოღვაწეებთან ვაშინგტონში, ასევე, ვუდროუ ნილსონის სახელობის ცენტრის თანამშრომლებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან მსგავსი საკითხებით.

მოკლევადიანი გრანტები (1თვემდე)

გადაეცემათ მეცნიერებს, რომელთაც შეუძლიათ დაბეჯითებით ამტკიცონ, რომ მათი კვლევების ჩატარებისათვის აუცილებელია ბიბლიოთეკებით სარგებლობა, საარქივო და სხვა რესურსებით, რომლებიც მდებარეობენ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეთ სამეცნიერო ხარისხი ან იმყოფებოდნენ დაცვის წინა პერიოდში. არააკადემიური სფეროს პრედენტენტებისთვის აუცილებელია სამეცნიერო ხარისხის შესაბამისი წოდება.

მკვლევართა გაცვლის რეგიონალური პროგრამა (6 თვე)

რეგიონალური გრანტები გადაეცემათ მკვლევარებს ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების სფეროში. მაძიებლები შეიძლება გახდნენ მეცნიერები და პედაგოგები, რომელთაც აქვთ მინიმუმ კანდიდატის ხარისხი, დამოუკიდებელი მკვლევარები და პოლიტიკოსები.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.wilsoncenter.org