CALENDAR

მოსკოვის საზოგადოებრივი სამეცნიერო ფონდი (1996 წლის აგვისტომდე რუსეთის სამეცნიერო ფონდის მოსკოვის განყოფილება) არაკომერციული არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანებაა, რომლის მისიაა მხარი დაუჭიროს რუსეთისა და დსთ-ს ფარგლებში სამეცნიერო კვლევებს და უმაღლეს განათლებას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში.
მოსკოვის საზოგადოებრივი სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა და ორგანიზაცია ეკონომიკის, პოლიტოლოგიის, სამართლისა და სოციოლოგიის სფეროში.
  • სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზაცია.
  • რუსეთისა და დსთ-ს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების მკვლევარებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელებისათვის მონაცემთა ბაზის გამოცემა საზოგადოებრივი მეცნირებების სფეროში.
  • ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სფეროში არსებულ კვლევით სამუშაოებსა და უმაღლეს განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის მხარდაჭერა.
  • რუსეთისა და დსთ-ს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა.
  • რეგიონალური და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერა, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა.
დაწვრილებითი ინფორმაცია მოსკოვის საზოგადოებრივი სამეცნიერო ფონდის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.mpsf.org/