CALENDAR

გერმანული სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება (DFG) დამოუკიდებელი თვითმმართველობითი ორგანიზაციაა, ,,მეცნიერების თვითმმართველობის ცენტრალური ორგანიზაცია გერმანიაში”. იგი მხარს უჭერს მეცნიერების ყველა სფეროში კვლევითი პროექტების განვითარებას ფინანსირების გზით და ხელს უწყობს მეცნიერთა შორის თანამშრომლობას.
საზოგადოება შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამეცნიერო საკითხების მიხედვით კანონმდებლებისა და საზოგადოებისათვის, უზრუნველყოფს კონტაქტებს მკვლევარებსა და ძირითად სექტორს შორის; ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებს. ის დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მკვლევარების მომზადებასა და სტიმულირებას ინდივიდუალური გრანტების გაცემის გზით.

დაწვრილებითი ინფორმაცია ფონდის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.dfg.de/