2014-11-04

მიღება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა 5 ნომბრიდან  2014-2015 წლის სეზონს იწყებს.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საზოგადოებრივ მეცნიერებათა (ისტორია, კულტურა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, სამართალი, ფილოსოფია, პოლიტიკა) თეორიებს, გააკეთონ ჯგუფური და ინდივიდუალური პრეზენტაციები და დაწერონ ესეები.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ლექციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს,  16:00 საათზე.
მისამართი:  ი. ჭავჭავაძის №1,  თსუ  I კორპუსი  მე-3 სართული, ოთახი №307

საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნეთ ინფორმაცია  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: junior@tsu.ge

მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
სახელი:
გვარი:
სკოლა:
კლასი:
საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი):
მშობლის ან მეურვის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო ინფორმაცია: (მობილური და ელექტრონული ფოსტა)

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამებში მონაწილეობა უსასყიდლოა.

Print

« იხ. ყველა სიახლე