2017-04-26

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის განსახლებისა და ურბანული განვითარების კვლევების ინსტიტუტში (ნიდერლანდების სამეფო)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის განსახლებისა და ურბანული განვითარების კვლევების ინსტიტუტში (ნიდერლანდების სამეფო)https://www.ihs.nl/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი, მეორე და მესამე და დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს, რომელთა სწავლის/კვლევის/ადმინისტრაციული საქმიანობის სფეროა ურბანული მენეჯმენტი და განვითარება. მობილობის მანძილზე შერჩეული სტუდენტები და პერსონალი ჩაერთვებიან პროექტში - “Public Participation in Green and Smart City Development“.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება კომისიასთან (ა/წ 8 მაისი, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 5 მაისის 12 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
  • პასპორტის ასლი
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი, თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან მაგისტრატურაში/დოქტორანტურაში მისაღები ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (გამოითხოვეთ თსუ საგამოცდო ცენტრიდან) – მინიმუმ B2 დონე)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
  • ბაკალავრის დიპლომისა და დანართის ორიგინალების სკანირებული ვერსია (უნდა წარმოადგინონ ორივე საფეხურის სტუდენტებმა)
  • მაგისტრის დიპლომისა და დანართის ორიგინალების სკანირებული ვერსია (უნდა წარმოადგინონ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე. underlying the main reason for the mobility, which clearly outlines the candidate’s interest and rationale of the participants in the research project on the topic of Strategy for GREEN and SMART city development, and the objective for the study during the time in NL, and expected results)

პერსონალი:
  • პასპორტის ასლი
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონე)
  • ცნობა პერსონალის მართვის დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე. underlying the main reason for the mobility, which clearly outlines the candidate’s interest and rationale of the participants in the research project on the topic of Strategy for GREEN and SMART city development, and the objective for the mobility during the time in NL, and expected results)
  • დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ელ-ფოსტაზე მიღებული თანხმობა საკმარისია)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 3 თვე (2017 წლის მაისი-ივლისი)
აკადემიური მობილობა: 3 კვირა
ადმინისტრაციული მობილობა: 1 კვირა

სტიპენდია მოიცავს:

სტუდენტები:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).
პერსონალი:
160 ევრო + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!


Print

« იხ. ყველა სიახლე