2014-03-19

სტუდენტთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვერე XXI (კლინიკა “მედსი“) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკა ,,მედსი“ ახორციელებს იმ  სტუდენტთა რეგისტრაციას, რომლებიც 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით სარგებლობდნენ სს ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ სადაზღვევო პოლისით.
 რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ უნივერსიტეტის იმ  თანამშრომლებს, რომლებსაც არ გააჩნიათ კორპორატიული დაზღვევა.
მისამართი: ლ.ქიაჩელის ქ. 18
ტელ: 2 99 84 76;  
მობ: 568 31 53 53
E-mail: medsiclinics@gmail.com

კლინიკა ,,მედსი“
  • მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა
  • კვალიფიციური სამედიცინო  პერსონალი
  • თანამედროვე სამედიცინო აპარატურა
  • ამბულატორიული მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება
  • ოჯახის ექიმის საუკეთესო ტრადიციები
  • 12 წელი საოჯახო მედიცინის სახმსახურში

კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ექიმ სპეციალისტების კონსულტაციები:
  • ოჯახის ექიმის
  • ქირურგის
  • ბავშვთა ქირურგის
  • გინეკოლოგის
  • პედიატრის
  • ოფთალმოლოგის
  • ნევროპათოლოგის
  • ბავშვთა ნევროპათოლოგის
  • ლარინგოლოგის
  • ენდოკრინოლოგის
  • ბავშვთა ენდოკრინოლოგის
  • დერმატოლოგის
  • ონკოლოგის
  • მამოლოგის
  • ანგიოლოგის
  • უროლოგის
და სხვა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების კონსულტაციები
კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:
  • ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების დეპარტამენტი - ზრდის ცენტრი
  • რეაბილიტაციისა და სპორტლი მედიცინის დეპარტამენტი
  • ფიზიოთერაპიის თანამედროვე ცენტრი
  • ულტრასონოგრაფიის კაბინეტი (ექოსკოპია - გულ-სისხლძარრვთა, მუცლის ღრუ, გინეკოლოგიური კვლევა, სამეანო კვლევა, ფარისებრი ჯირკვალი,სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია)
  • კარდიოლოგიური კაბინეტი
  • ფუნქციურ-დიაგნოსტიკური- ველოერგომეტრი, ჰოლტერის მონიტორი
  • რენტგენის კაბინეტი
  • ვაქცინაციის კაბინეტი
  • კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია
  • დღის სტაციონარი -გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, ანტიტეტანური და ანტირაბიული ვაქცინაცია
სხვა პროგრამები, რომლებიც ხორციელდება კლინიკაში:

1.    ეროვნული სკრინინგ ცენტრის პროგრამა - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
2.    პროსტატის კიბოს სკრინინგი

პროგრამა მოიცავს:

1.    25-60 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალებების გამოკვლევა გინეკოლოგის მიერ, ნაცხის აღება შემდგომი ციტოლოგიური კვლევისთვის- პაპ ტესტი
2.    45-70 წლის ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცების გამოკვლება პროსტატის კიბოს სკრინინგი (სისხლის ანალიზი PSA კვლევა-პროსტატის სპეციფიური ანტიგენი)



Print

« იხ. ყველა სიახლე