2017-09-05

მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართება 15 სექტემბერს, 18:00 საათზე თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზში.

ღონისძიებაზე კურსდამთავრებულები უნდა გამოცხადნენ 17:30 საათზე.

კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია მანტიები უნდა აიღონ ფაკულტეტებზე:

14 სექტემბერი, 9.00-18.00სთ
15 სექტემბერი, 9.00-17.30სთ
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ II კორპუსი, #151 ოთახი
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ I კორპუსი, #201 ოთახი
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ VI კორპუსი, #203 ოთახი
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ III კორპუსი, #301 ოთახი
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მაღლივი კორპუსი, # 208  ოთახი
  • იურიდიული ფაკულტეტი - თსუ II კორპუსი, #217ოთახი
  • მედიცინის ფაკულტეტი -  ჭიაურელის ქ. 2, დეკანატი, ოთახი#334   
მანტიების დაბრუნება მოხდება იგივე მისამართებზე 18 სექტემბერს, 15:00-18:00 სთ; 19 სექტემბერს, 09:00-18:00სთ
    
    

Print

« იხ. ყველა სიახლე