2011-12-17

გამოცხადდა კონკურსი ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის "ALRAKIS" ფარგლებში

Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში  სრულად ფინანსდება მობილობა (ერთი ან მეტი სემესტრის გატარება) ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ( ტრენინგი, სწავლება, კვლევა) პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში ევროპის მასშტაბით.

2012-2013 სასწავლო წლისათვის განაცხადების მიღება დაიწყო 2011 წლის 15 დეკემბერს და გაგრძელდება 2012 წლის 15 მარტამდე.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდი: www.alrakis.eu და თანდართული ბროშურები (GEO , ENG  ) ან დაუკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართზე:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
განვითარებისა  და საგარეო ურთიერთობების სამსახური

Ilia State University
ALRAKIS Team
www.alrakis.eu

Office of Development and Foreign Relations 5, Cholokashvili Ave. Office F 315
0162 Tbilisi, Georgia
Tel: (995) 32 2230714
www.iliauni.edu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე