2016-09-19

ტრენინგი - სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების შესახებ

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში, ელექტრონული რესურსების პროვაიდერი კომპანია ,,EBSCO Information Services’’, ატარებს ტრენინგს ყველა მსურველთათვის, ვინც დაინტერესებულია სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევების გაღრმავებით.

ტრენინგის მნიშვნელობა: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე წვდომის შესაძლებლობა ხელს უწყობს სხვადასხვა თანამედროვე სამეცნიერო სფეროში დაგროვილი ინფორმაციისა და გამოცდილების გავრცელება-გაზიარებას, კვლევისა და სწავლების პროცესების ინტეგრაციასა და სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებას.

ტრენინგის მიზანი: მონაწილეებმა შეძლონ სამეცნიერო ელექტრონული  ბაზების საძიებო ინსტრუმენტების ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება.

ტრენინგი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. თეორიული ნაწილი მოიცავს ზოგად ინფორმაციას კომპანია EBSCO-ს და იმ რესურსების შესახებ, რომლებსაც ფლობს კომპანია. პრაქტიკული ნაწილი ითვალისწინებს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ონლაინ დემონსტრირებას.

ტრენინგის ჩატარების განრიგი:
  11:00 – 12:00 - ,,EBSCO’’-ს მონაცემთა ბაზები მედიცინის დარგში. განხილული იქნება შემდეგი რესურსები:
- MEDLINE Complete
- eBook Subscription Clinical Collection

შინაარსი:
1. კომპანია EBSCO
2. მონაცემთა ბაზების მოკლე მიმოხილვა
3. EBSCOhost პლატფორმაზე ინტერაქტიული ძიება
4. საბაზო და გაფართოებული ძიება
5. სრული ტექსტის ბაზებთან მუშაობა
6. ელექტრონული წიგნების გადმოწერა
7. დამხმარე დოკუმენტები

12:00 – 12:15 - შესვენება

12:15 – 13:15 - ,,EBSCO’’-ს მონაცემთა ბაზების პრაქტიკული გამოყენება. განხილული იქნება შემდეგი რესურსები:
- EconLit სრულტექსტიანი ბაზები
- Legal Source
- Applied Science & Technology Source
- Finance Source

შინაარსი:
1. კომპანია EBSCO
2. მონაცემთა ბაზების მოკლე მიმოხილვა
3. EBSCOhost პლატფორმაზე ინტერაქტიული ძიება
4. საბაზო და გაფართოებული ძიება
5.სრული ტექსტის ბაზებთან მუშაობა
6. დამხმარე დოკუმენტები

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

Print

« იხ. ყველა სიახლე