2011-11-03

საბერძნეთის მთავრობის სასწავლო სტიპენდიები თანამედროვე ბერძნულ ენასა და კულტურაში

საბერძნეთის მთავრობა აცხადებს 5-თვიან სასწავლო სტიპენდიებს 2011-2012 სასწავლო წლისთვის თანამედროვე ბერძნულ ენასა და კულტურაში ათენის, თესალონიკის, პეტრასა და კრეტას უნივერსიტეტებში.

სასწავლო კურსი დაიწყება 2012 წლის 9 იანვარს და დამთავრდება  2012 წლის 8 ივნისს.

სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულად შევსების ბოლო ვადა ა/წ 15 ნოემბერი, (დოკუმენტაცია შეგიძლიათ გაგზავნოთ  ფოსტით ა/წ 30 ნოემბერის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: I.K.Y., Makri 1 & D.Areopagitou., 117 42 Athens.)

 საბოლო შედეგები ცნობილი გახდება დეკემბრის ბოლოს.

საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ელექტრონული გვერდი: www.iky.gr    ან http://www.iky.gr/IKY/portal/en

Print

« იხ. ყველა სიახლე