2015-12-01

ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი: „ევროპული მეცნიერების საზეიმო აღნიშვნა“

მსოფლიოს სამეცნიერო პროდუქციის - იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში მაღალციტირებადი პუბლიკაციებისა და პატენტირებული გამოგონებების ერთი მესამედი ევროპულ სამეცნიერო კვლევითი და ინოვაციურ გარემოში შეიქმნა. ჰორიზონტი 2020-ის ამ კონკურსის მიზანია ევროპული მეცნიერების მიღწეული წარმატებების  საზეიმო აღნიშვნა ფართო საზოგადოების ჩართულობით, ახალგაზრდების მოზიდვა და სამეცნიერო კვლევითი კარიერით სტუდენტების დაინტერესება; ფორმალური და არაფორმალური სამეცნიერო განათლების ხელშეწყობა, კვლევითი შედეგებზე წვდომის უზრუნველყოფა.

კონკურსის პირობები მოიცავს მაღალი დონის სამეცნიერო  ღონისძიებების დაგეგვმასა და ორგანიზებას, სადაც სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ გამოცდილ და გამოჩენილ მეცნიერებთან, გაიზიარონ მათი გამოცდილება და მოისმინონ რჩევები წარმატებული და დაფასებული მეცნიერებისაგან. 

ღონისძიება უნდა იყოს საერთაშორისო რანგის, მასში უნდა მონაწილეობდნენ პრესტიჟული გამომსვლელები და აუდიტორია უნდა შედგებოდეს გამოცდილი მეცნიერებისა და პერსპექტიული ახალგაზრდებისაგან. ღონისძიება უნდა გრძელდებოდეს რამდენიმე დღე, საჯარო ლექციები და გამოსვლები მეორდებოდეს პერიოდულად.

ღინისძიების ძირითადი თემა უნდა იყოს ევროპული მეცნიერება და მისი შთამბეჭდევი შედეგები. გამოყენებული უნდა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობის ისეთი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს მეცნიერების, პოლიტიკის, ინდუსტრიისა და კულტურის ურთიერთკავშირს; დისკუსიას სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებს შორისა და დიალოგს სხვადასხვა თაობების წარმომადგენლებს შორის. კომუნიკაციის საბოლოო მიზანი კი ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

საპროექტო წინადადებები უნდა შეიცავდეს:
· გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის მასშტაბით სტუდენტების ინფორმირება შეხვედრებში მონაწილობის შესაძლებლობების შესახებ;
· კანდიდატურების შერჩევის პროცედურის აღწერას, თანასწორუფლებიანი  და გამჭირვალე პროცესის უზრუნველყოფით, გენდერული, ეთიკური, ეთნიკური და ნაციონალური  ბალანსის დაცვით;
· კომუნიკაციის მექანიზმების დეტალურ აღწერას, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და წარმატებული გამომსვლელების შეხვედრებისა და ურთიერთობის საუკეთესო პირობების შექმნას.

საპროექტო წინადადებების მომზადებისას სავალდებულოა ძლიერი  საკომუნიკაცი სტრატეგიის არსებობა. ყურადღება უნდა გამახვილდეს აუდიოვიზუალურ და ინტერნეტ მედიის გამოყენებაზე, როგორც ერთ-ერთ ეფექტურ საკომუნიკაციო საშუალებაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის გააშუქებს სტუდენტებსა და პრესტიჟულ სპიკერებს შორის შეხვედრებს.

საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შეხვედრებისას გამოყენებული უნდა იყოს მონაწილეობითი მეთოდები. ყოველ ღონისძიებას თან უნდა უძღვოდეს სემინარი(workshop), რომლის მიზანი იქნება საზოგადოების ინფორმირება „ევროპული კვლევითი კარიერის შესაძლებლობების“ თემებზე.  აღნიშნული სემინარები ღია უნდა იყოს ყველასთვის და ჩატარდეს მთავარი სამეცნიერო პროგრამის მიმდინარეობისას.

საჭიროა წარმოდგენილი იყოს კომუნიკაციის სტრატეგია, სადაც აღწერილი უნდა იყოს თუ როგორ მოხდება ევროკავშირის კვლევითი პოლიტიკისა და პროგრამების სათანადო და სრული  ხილვადობის უზრუნველყოფა. ასევე კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რას სთავაზობს ევროკავშირი ახალგაზრდა მკვლევარებს. დართული უნდა იყოს ზუსტი ინფორმაცია, რაზეც იქნება გამახვილებული ყურადღება ღონისძიებებზე და საკომუნიკაციო შეხვედრებზე.

საპროექტო წინადადებები უნდა მოიცავდეს სამეცნიერო შეკრებებს ან კლასტერულ ჯგუფურ შეხვედრებს, რომელიც ჩატარდება 2016, 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში.

ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევებზე სამუშაოდ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებს ევროკომისია დააფინანსებს 0.5 მილიონი ევროს ოდენობით.

ჰორიზონტი 2020-ის აღნიშნული კონკურსის მოსალოდნელი შედეგი უნდა იყოს კვლევითი კარიერისადმი ინტერესის გაღვივება და უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულების კვლევით კარიერაში დატოვება. ასევე, ევროკავშირის, როგორც ბრწყინვალე მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების ჰაბის, ცნობადობის გაზრდა.

საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა 2016 წლის 26 იანვარი.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია და მონაწილეობის პირობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

http://horizon2020.ge/celebrating_european_science/ და  https://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/opportunities/h2020/topics/2273-swafs-25-2016.html

 
Print

« იხ. ყველა სიახლე