2011-05-10

სტუდენტთა საყურადღებოდ: დმანისის პალეოანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის საზაფხულო საველე სკოლა გიწვევთ!

მოგესალმებით!

გაცნობებთ, რომ 2011 წლის 25 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დმანისის მუზეუმ ნაკრძალში აწყობს საზაფხულო-საველე სკოლას არქეოლოგიასა და პალეოანთროპოლოგიაში.

სკოლის მიზანია,  ხელი შეუწყოს ახალგაზრდების საველე-არქეოლოგიური გამოცდილების შეძენას  და თეორიული ცოდნის გამდიდრებას. მათ ექნებათ შესაძლებლობა დააკვირდნენ, როგორ მიმდინარეობს ინტერდისციპლინური და თანამედროვე მეთოდებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლის კვლევა. ამ მიდგომას ასახავს სწავლების პროცესი და მოიცავს, როგორც ლექციების კურსს, ასევე გათხრებში მონაწილეობას. ლექციების კურსს წაიყვანენ გამოჩენილი მეცნიერები ევროპისა და ამერიკის  უნივერსიტეტებიდან.

დავით ლორთქიფანიძე - პალეოანთროპოლოგი;  საქართველო
რიდ ფერინგი  - გეოარქეოლოგი, ჩრდ. ტეხასის უნივერსიტეტი; აშშ
ფილიპ რაითმაიერი - პალეოანთროპოლოგი, ბინჰამპტონის უნივერსიტეტი; აშშ
მართა ტაპენი - ტაფონომისტი, მინესოტას უნივერსიტეტი; აშშ
ჯორდი აგუსტი - პალეონტოლოგი, ტარაგონას უნივერსიტეტი; ესპანეთი
ლორენცო რუკი - პალეონტოლოგი, ვერონას უნივერსიტეტი; იტალია

სკოლა დაკომპლექტდება  უცხოელი და ქართველი სტუდენტებით - ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ცხადდება კონკურსი ქართველი მონაწილეების შესარჩევად.

მონაწილეობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.  სკოლის მთლიანი კურსის ღირებულება არის 400 ლარი, რომელშიც შედის კვების, მგზავრობისა და სწავლების ხარჯები. პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი კვირა. დაინტერესებულმა პირებმა, 30 მაისის ჩათვლით, უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ ერთი A4-ფორმატის გვერდი) და პირადი მონაცემები (CV-ს ან რეზიუმეს ფორმით) მისამართზე : dmanisifieldschool@gmail.com

სამოტივაციო წერილების საფუძველზე მოხდება შერჩეულ სტუდენტებთან გასაუბრება.

საბჭოს შეფასების მიხედვით რამოდენიმე მონაწილე მიიღებს სრულ დაფინანსებას და უფასოდ შეძლებს პროგრამაში მონაწილეობას.

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით
სკოლის კოორდინატორს თეონა შელიას
+99593328345 begin_of_the_skype_highlighting               +99593328345        end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting               +99593328345        end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting               +99593328345        end_of_the_skype_highlighting
teonas@hotmail.com
Print

« იხ. ყველა სიახლე