2013-03-01

თსუ იურიდიული ფაკულტეტი სთავაზობს სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს იურიდიულ საგნებზე დარეგისტრირებას

2013-2014  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი გეგმავს ვაკანტური ადგილების  გამოცხადებას შიდა მობილობაზე. ამასთან ერთად, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ უკვე მიმდინარე  (გაზაფხულის) სემესტრზე ელექრონული ბაზის მეშვეობით დარეგისტრირდნენ შემდეგ დისციპლინებზე: შესავალი სამართლისმცოდნეობაში, კონსტიტუციური (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი , საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორი, საერთაშორისო საჯარო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების სამართალი. სტუდენტის გადმოსვლის შემთხვევაში მოხდება აღნიშნული დისციპლინების ჩათვლა დადგენილი წესით.

Print

« იხ. ყველა სიახლე