2017-02-15

თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 სემესტრის, მაგისტრატურის მე-2 სემესტრის, დოქტორანტურის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 სემესტრის* სტუდენტებსა და  აკადემიურ პერსონალს. 

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა აპლიკანტი იყოს საქართველოს მოქალაქე და ქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის GPA მინიმუმ 2.5, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის მინიმუმ 3).

მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ა/წ  15 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნდა წამოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

სტუდენტები:
•ცნობა სტუდენტის  სტატუსის შესახებ (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და  ნოტარიულად დამოწმებული) - 2 ეგზემპლარი
•ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან (GPA მითითებით) - Transcript of records  (ინგლისურ ენაზე) - 2 ეგზემპლარი
•CV (ევროპულ ფორმატში) - 2 ეგზემპლარი
•პასპორტის ასლი
•ინგლისური/თურქული ენის (B2) ცოდნის დამადასტურებელი ცნობა (სტუდენტებმა, რომლებმაც 2016 წლის 12 ოქტომბერსა და  2017 წლის 9 თებერვალს  გაიარეს B2 დონის ტესტირება ერაზმუს მუნდუსისა და ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამებისთვის და გადალახეს მინიმალური ზღვარი (71 ქულა) შეუძლიათ წარმოადგინონ აღნიშნული ცნობა)
•შევსებული სააპლიკაციო ფორმა №1 (Student Application Form/ Öğrenci Başvuru Formu), რომელზეც განთავსებული იქნება ფოტოსურათი -  2 ეგზემპლარი
•შევსებული სააპლიკაციო ფორმა №2 (Candidate Student Application Form/ Aday Öğrenci Başvuru Formu), რომელზეც განთავსებული იქნება ფოტოსურათი -  2 ეგზემპლარი
•სასწავლო ხელშეკრულება (Learning Protocol/ Öğrenim Protokolü) ხელმოწერილი შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურისა და აპლიკანტის მიერ -  3 ეგზემპლარი

ფორმა №1 და №2 უნდა ჩამოიტვირთოს შესაბამისი უნივერსიტეტის მევლანას გვერდიდან.

აკადემიური პერსონალი:
•CV (ევროპულ ფორმატში, შესაბამის სფეროში  წაკითხული სალექციო კურსების, გამოქვეყნებული პუბლიკაციების, პროექტების/გრანტების მითთებით) - 2 ცალი
•პასპორტის ასლი
•შევსებული სააპლიკაციო ფორმა №1 (Academic Staff Information Form) -  2 ცალი
•შევსებული სააპლიკაციო ფორმა №2 (Academic Staff Mobility Programme) -  2 ცალი

ფორმა №1 და №2 უნდა ჩამოიტვირთოს შესაბამისი უნივერსიტეტის მევლანას გვერდიდან.
 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული

სტიპენდიების რაოდენობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული
 
რეგისტრაციის გასავლელად მიმართეთ თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინატორს ნათია კალანდაძეს
თსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი 121
e-mail: mevlana@tsu.ge

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.


Print

« იხ. ყველა სიახლე