2017-04-21

ღია კარის დღე თსუ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე

27 და 28 აპრილს, ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით (MA in European Studies) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს ღია კარის დღეებს.

ევროპისმცოდეობის სამაგისტრო პროგრამა (MA in European Studies)  არის ევროკავშირის ეგიდით და ევროკავშირის წამყვანი უნივერსიტეტების მონაწილეობით შექმნილი ინტერდისციპლინური და ინტერფაკულტეტური სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აკრედიტირებულია საქართველოში და 2007 წლიდან მოყოლებული ხორციელდება ინგლისურ ენაზე.  მიღების წინაპირობაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთო სამაგისტრო გამოცდაში ნებისმიერი ტიპის ტესტის (A, B, C) ჩაბარების შემდგომ ინგლისური ენის, სპეციალიზაციის გამოცდებისა და გასაუბრების წარმატებით გავლა. დიპლომს გასცემს თსუ იურიდიული ფაკულტეტი ( ვებგვერდი www.ies.tsu.edu.ge) 

ღია კარის დღეები გაიმართება 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ის II კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406



Print

« იხ. ყველა სიახლე