2017-01-24

საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა Social Impact Award 2017

შექმენი შენი მომავალი! ჩაერთე საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამაში! გაიმარჯვე  და მიიღე ფულადი ჯილდო!

• 20 ქვეყანა - 1 მისია
• ვორქშოფების სერია ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის
• ფინალისტი გუნდების ინტენსიური მუშაობა მენტორებთან
• 2000 ევრო თითოეული გამარჯვებული გუნდისთვის
• SIA-ს ევროპის სამიტზე გამგზავრება
• გრანტის სახით, 20,000 ლარის მიღების შესაძლებლობა ევროპის ფონდისგან

27 იანვარს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო პროგრამის Social Impact Award 2017 ორგანიზატორებთან.

საერთაშორისო  პროგრამა Social Impact Award 2017 არის იდეების კონკურსი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ გახდნენ მეწარმეები და, ამავდროულად, პოზიტიური სოციალური ცვლილებები მოუტანონ საზოგადოებას. პროგრამის, მიზანია სტუდენტების გააქტიურება სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. საერთაშორისო პროგრამაში, რომელშიც 20 ქვეყანაა ჩართული, 2009 წლიდან სთავაზობს სტუდენტებს ექსპერტებისა და პროფესიონალების მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად. საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award საქართველო 2017 წლიდან უერთდება. კონკურსში გამარჯვებული თითოეული გუნდი 2000 ევროს მიიღებს და გაემგზავრება ევროპის სამიტზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.

დანართი 1
დანართი 2


Print

« იხ. ყველა სიახლე