2011-12-23

საერთაშორისო კონფერენცია _ “წარსულის რეალობის ინტერპრეტაცია _ რა აერთიანებს ისტორიას: მეთოდოლოგია და მეთოდოლოგიური მიმართებები”

ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდამჭერი პროგრამა (OSI HESP)
რეგიონული სემინარი სწავლების სრულყოფისათვის (ReSET)

2012 წლის 30 - 31 იანვარი, კუშადასი, თურქეთი

კონფერენციის ორგანიზატორია პროექტი “მარადიული დედაქალაქების კონცეფცია _ უძველესი კოსმოპოლიტური ქალაქებიდან თანამედროვე მეგაპოლისებამდე” და წარმოადგენს ამ პროექტის ფარგლებში რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენციას

პროექტი მიმდინარეობს  ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდამჭერი პროგრამის _ რეგიონალური სემინარი სწავლების სრულყოფისათვის (ReSET) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი მხარდაჭერით

კონფერენციის თემატიკა: კონფერენციის თემატიკა ეძღვნება ისტორიის თანამედროვე კვლევების, კონცეფციების, მეთოდებისა და მეთოდოლოგიის  პრობლემების გააზრებას; ამ სიახლეების დანერგვას ისტორიის სწავლის, სწავლების და კვლევის პროცესებში, თანამედროვე აკადემიურ სივრცეში; ახალი მიდგომების ძიების, ინოვაციისა და ტრადიციული მიდგომების გადახალისების პრობლემებს.    
 
 
კონფერენციის სამეცნიერო–საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:

სრული პროფესორი ეკა ავალიანი _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
პროფესორი ჯონ ბეინსი _ ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
პროფესორი დევიდ ოუენი _ კორნელის უნივერსიტეტი (ამერიკა)
პროფესორი გოჩა ცეცხლაძე _ მელბურნის უნივერსიტეტი (ავსტრალია)
ასოცირებული პროფესორი _ ლეილა კიკნაძე საქართველოს   უნივერსიტეტი (საქართველო)
დოქტორი ლიჯია რუსკუ _ ბების-ბოლაის უნივერსიტეტი (რუმინეთი)

კონფერენციის ორგანიზატორთა საკონტაქტო მონაცემები:
ეკა ავალიანი
მობ: (+995) 599 903006
ელ_ფოსტა: eka_avaliani@yahoo.com
ლეილა კიკნაძე
მობ: (+995) 595 592669
ელ_ფოსტა: leila_kiknadze@yahoo.com
 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე