2015-10-20

თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

უცხო ენის ინსტიტუციური ტესტის შედეგები
გამსვლელი ქულა: 71
მომდევნო ეტაპზე გადასულ სტუდენტთა სია: დანართი1

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა გაიცემა მხოლოდ იაშის უნივერსიტეტში განაცხადის გაკეთების შემთხვევაში!

იაშის უნივერსიტეტის (რუმინეთი) სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველები ა/წ 20 ოქტომბრის 12 საათიდან 14 საათამდე უნდა მობრძანდნენ თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში, (თსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი 121) თან იქონიონ პასპორტი/ID ბარათი და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, რომლის საფუძველზეც მომზადდება და გაიცემა ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა.  იაშის უნივერსიტეტის სტიპენდიებზე განაცხადის გაგზავნა ხორციელდება შემდეგ მისამართზე: https://erasmusplus.uaic.ro/

ინფორმაცია თსუ-ს ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამების მომდევნო ეტაპის შესახებ  თსუ-ს ვებ-გვერდზე განთავსდება ნოემბრის თვეში.

Print

« იხ. ყველა სიახლე