2017-10-18

ბიზნესითა და ეკონომიკით დაინტერესებული მოსწავლეების საყურადღებოდ!

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლა იწყებს ახალ სასწავლო წელს განახლებული ფორმატით - ეკონომიკის თეორიულ საკითხებს ემატება პრაქტიკული ბიზნეს-საქმიანობის უნარ-ჩვევების დაუფლება, ბიზნეს იდეების დამუშავება და მოდელირება.

ამისათვის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სთავაზობს მოსწავლეებს სასწავლო-პრაქტიკულ მეცადინეობებს FabLab TSU-ში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქტის ნახაზები, შემდეგ კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან პროდუქტის პროტოტიპები. ასევე, ფაკულტეტზე შექმნილია Bloomberg-ის ფინანსური ბაზრების ლაბორატორია, რომელსაც  იყენებენ იელის, ჰარვარდის, ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტები, ლონდონის ბიზნეს სკოლა და სხვა.

პირველი შეხვედრა - ღია კარის დღე მოსწავლეებისათვის ჩატარდება 27 ოქტომბერს, 15.00 სთ-ზე, თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, აუდ. 206.

მსურველთა რეგისტრაცია ბმულზე:

საკონტაქტო ინფორმაცია: 597 222 616, junior@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე