2011-12-15

რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია: „ენა. ლიტერატურა. კულტურა. ისტორია. ფილოსოფია. (ტექსტზე ორიენტირებული კვლევები)“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი ატარებს რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციას:
„ენა. ლიტერატურა. კულტურა. ისტორია. ფილოსოფია.
(ტექსტზე ორიენტირებული კვლევები)“, რომელიც პროფესორ ვიოლა ფურცელაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.                              
                
პროფესორი ვიოლა ფურცელაძე, ღვაწლმოსილი მეცნიერი, ქართველი გერმანისტების მრავალი თაობის აღმზრდელი, დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას. მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი ობიექტია ტექსტი, რომლის კვლევასაც მან მნიშვნელოვანი ნაშრომები მიუძღვნა.

კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოში ტექსტზე ორიენტირებულ უახლეს კვლევათა მიღწევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში – ენათმეცნიერებაში, ლიტერატურათმცოდნეობაში, კულტურის მეცნიერებებში, ისტორიასა და ფილოსოფიაში.

კონფერენცია ჩატარდება 2012 წლის 22–24 თებერვალს თსუ I კორპუსში.
(ზუსტ დროსა და აუდიტორიებს მოგვიანებით გაცნობებთ).

სამუშაო ენა: ქართული
რეგლამენტი: 15 წუთი
დისკუსია (სამუშაო დღის დასასრულს).

მონაწილეობის მიღების მსურველთ გთხოვთ  2012 წლის 15 იანვრამდე გამოგზავნოთ მოხსენების სათაური და აბსტრაქტი (არა უმეტეს 300 სიტყვისა) ქართულსა და ერთ–ერთ ევროპულ ენაზე
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5

გადმოგზავნილი აბსტრაქტების შერჩევის შედეგებს გაცნობებთ 2012 წლის 25 იანვრამდე

კონფერენციაში მონაწილეობის გადასახადი  (30 ლარი) გადარიცხეთ  2012 წლის 30 იანვრამდე შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: ს.ს. ბანკ „რესპუბლიკის“ ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: 220101757
მიმღების დასახელება: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების  იბან ანგარიშის # GE46 BR00 00000034 0800 56
ს/კ 204864548

გადარიცხვისას მიუთითეთ კონფერენციის სახელწოდება!

საორგანიზაციო ჯგუფი:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: პროფ. დარეჯან თვალთვაძე
darejan.tvaltvadze@tsu.ge
გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმღვანელი:
პროფ. ლალი ქეცბა–ხუნდაძე, lali.kezba_chundadse@yahoo.de
დეპარტამენტის პროფ. დალი ფანჯიკიძე
dalila.panjikidze@tsu.ge

გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ნანა გოგოლაშვილი, მარინა ანდრაზაშვილი, ნინო ქიმერიძე, ნუნუ კაპანაძე, ლევან ცაგარელი;
ასისტენტ–პროფესორები სოფიო მუჯირი, კონსტანტინე ბრეგაძე
დოქტორები: თამილა სესიაშვილი, ნატა ჯანელიძე, თეა ფეტელავა

ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტისა და ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: პროფ. მანანა რუსიეშვილი

 2012  წლის გაზაფხულის სემესტრში იგეგმება   კონფერენციის მასალების გამოქვეყნება  საუნივერსიტეტო კრებულის სახით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო ჯგუფს.

საკონტაქტო პირი: გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტი ქეთევან შეყილაძე
ketevan.shekiladze@tsu.ge
5 93 71 09 05



სარედაქციო კოლეგია:

თავმჯდომარე: პროფ. ლალი ქეცბა–ხუნდაძე;
მდივანი: ქეთევან შეყილაძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები:

ლელა ალექსიძე; მარინა ანდრაზაშვილი; რუსუდან ასათიანი; ცირა ბარამიძე; თინათინ ბოლქვაძე; კონსტანტინე ბრეგაძე; ქეთევან გაბუნია; ნანი გაფრინდაშვილი; ნანა გელაშვილი; ნანა გოგოლაშვილი; რისმაგ გორდეზიანი; ლევან გორდეზიანი; დავით გოცირიძე; ანასტასია ზაქარიაძე; ვახტანგ იმნაიშვილი; ნუნუ კაპანაძე;  ვასილ კაჭარავა; გიორგი ლობჟანიძე;  კახაბერ ლორია; თინათინ მარგალიტაძე; ინესა მერაბიშვილი; ივანე მინდაძე; სოფიო მუჯირი; ირმა რატიანი; მანანა რუსიეშვილი; აპოლონ სილაგაძე; ირინე ტატიშვილი; დალი ფანჯიკიძე; ნინო ქიმერიძე; რამაზ ქურდაძე; მარიამ ჩაჩიბაია; ნინო ჩიქოვანი; ლევან ცაგარელი; ელგუჯა ხინთიბიძე;  ბეჟან ჯავახია; მარიკა ჯიქია;
Print

« იხ. ყველა სიახლე