2015-09-21

ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამა

დაიწყო საბუთების მიღება ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამაში მონაწილეობისთვის 2016 წელს. კონკურსი ცხადდება ადგილობრივი ფინანსური დახმარების მისაღებად 2016 წლის განმავლობაში. საბუთების მიღების ბოლო დღეა 2015 წლის 30 ოქტომბერი. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2015  წლის დეკემბერში.

ფრანგული ინსტიტუტი გამომცემლობებს გთავაზობს სიახლეს: წიგნების სიას, რომელთა თარგმანების გამოცემასაც გირჩევთ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ისეთ წიგნებსაც, რომლებიც სიაში არ არის წარმოდგენილი.

კონკურსზე წარსადგენი საბუთები:
–შევსებული  ფორმულარი;
–საავტორო უფლებების მფლობელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი, თუ წიგნის ავტორი ცოცხალია ან მისი გარდაცვალებიდან არ არის გასული 70 წელი; ან უკიდურეს შემთხვევაში, მიმოწერა საავტორო უფლებების მფლობელთან, სადაც ჩანს საავტორო უფლებებისთვის მოთხოვნილი თანხის ოდენობა.    
                                                                                                      
გამომცემლებმა ეს საბუთები უნდა გამოაგზავნონ დასკანირებული სახით შემდეგ იმეილზე:tamar.khosruashvili@institutfrancais.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ საქართველოსფრანგული ინსტიტუტს, ქ - ნ თამარ ხოსრუაშვილს.
გუდიაშვილის ქ . 7, 0105 თბილისი, ტელ:. 292 33 04
ელ. ფოსტა: tamar.khosruashvili@institutfrancais.ge

იხილეთ:
დანართი1
დანართი2
დანართი3
Print

« იხ. ყველა სიახლე