2010-03-31

მანანა გეგჭკორის სახელობის სტიპენდია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 მარტს მანანა გეგჭკორის სახელობის სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამა „უჯრედისა და განვითარების ბიოლოგიის“ მაგისტრი ლევან ნინუა ერთი წლის განმავლობაში სახელობით სტიპენდიას წელიწადში 2000 ამერიკული დოლარის რაოდენობით მიიღებს.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის კონკურსი 2010 წლის 1 მარტს გამოცხადდა. სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მიღებული საბუთების საფუძველზე საუკეთესო კანდიდატების სია დაადგინა, რომელთა შორის გასაუბრების შედეგად გამარჯვებული სტიპენდიატი გამოვლინდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე