2015-10-12

დოქტორანტურის სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!

მეშვიდე ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, გამოცხადებულია მარი კურის IRSES პროგრამა დოქტორანტურის სტუდენტებისთვის და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის.

პროექტის სახელწოდება: „ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესში საქართველოსა და მოლდოვისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გაწევრიანების წინა პროცესის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობები, შეზღუდვები, დაბრკოლებები და გამოწვევები".

აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1. მშობლიური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტიდან/დეპარტამენტიდან  ნომინაციის წერილი;

2. CV ევროპასის ფორმატში (ინგლისურ ენაზე);

3. მოტივაციის ამსახველი კვლევითი/სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე, ორი გვერდი);

4. დოქტორანტურის სტუდენტთათვის ცნობა სტატუსის შესახებ, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ცნობა სამსახურიდან;

5. ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რეკომენდირებულია TOEFL, IELTS);

6. ორი სარეკომენდაციო წერილი;  

გარდა აღნიშნული საბუთებისა, უნდა შეავსოთ განცხადებაზე დართული სამი დოკუმენტი. ყველა საბუთის დასკანერებული ვერსია უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: natia.kalandadze@tsu.ge  
 
პროექტის პერიოდი:  01.03.2013-28.02.2017

კოორდინატორი: ტარტუს უნივერსიტეტი, ევრო კოლეჯი

პარტნიორები: ვილნიუსის უნივერსიტეტი, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე

იხილეთ:
დანართი1
დანართი2
დანართი3

Print

« იხ. ყველა სიახლე