2015-04-08

სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე  საქართველოს სახელით წელს ნინა სუბლატი წარდგება, სიმღერით  „Warrior“. პირველი არხის ინიციატივით იმართება მომღერლის მხარდასაჭერი აქცია; იპოდრომზე სპეციალური მაისურებით შემოსილი სტუდენტების დახმარებით დაიწერება კონკურსანტის სიმღერის სახელწოდება „warrior“. აქციაში მონაწილეობას მიიღებს 500-მდე სტუდენტი. ღონისძიება გაშუქდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, ასევე გადაღებული მასალისგან დამზადებული ტიხარი ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს პირველი არხის ეთერში.

ყველა სტუდენტს, ვისაც სურს ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში, გთხოვთ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს, ნათია უზნაძეს: n.uznadze@gpb.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე