2017-07-24

„ვეფხისტყაოსნის’’ ზეპირად მცოდნეთა კონკურსი 2017

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით „ვეფხისტყაოსნის’’ ზეპირად მცოდნეთა კონკურსი - 2017 ჩატარდება.

კონკურსის მიზანია: განურჩევლად ასაკისა, საქართველოს მოსახლეობის ჩართვა "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციის შენარჩუნებაში, იმ პირთა გამოვლენა, რომლებმაც ზეპირად იციან „ვეფხისტყაოსანი“, ამაყობენ თავიანთი ცოდნით და  აგრძელებენ ტრადიციას.

კონკურსში აგრეთვე ჩაერთვებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს ტრადიცია შემოინახეს და ზრუნავენ მის შენარჩუნებაზე.

ჩატარების ვადა: კონკურსი ჩატარდება 2017 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში.

განხორციელების მეთოდოლოგია: კონკურსი ითვალისწინებს ორ სეგმენტს:
1.საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ორი მიმართულებით. მათ ევალებათ:
-პოემის ზეპირად ცოდნის მიმართულება - „ვეფხისტყაოსნის“ 500 სტროფის ზეპირად ცოდნა (პოემის დასაწყისიდან - თავის „წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი“ ჩათვლით;)
-შემოქმედებითი მიმართულება - სადაც მოსწავლეები, კონკურსის მსვლელობისას დაიყოფიან გუნდებად (4-5 მონაწილე ერთ გუნდში) და ჟიურის დავალების შესაბამისად, მოამზადებენ და წარმოადგენენ ვეფხისტყაოსნის თემაზე შექმნილ თეატრალიზებულ-ლიტერატურულ კომპოზიციას, ან ამავე თემაზე შექმნიან ნახატს.
შენიშვნა: თეატრალიზებულ-ლიტერატურული კომპოზიციის მომზადებაში მოსწავლეებს დაეხმარებიან შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტები.

2.ვეფხისტყაოსნის სრული ტექსტის ზეპირად მცოდნეები
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, განურჩევლად ასაკისა. მათ ევალებათ:
-პოემის თავიდან ბოლომდე ცოდნა;
-პოემის მინიმუმ 10 (ნებისმიერი) სტროფის სხვა, არაქართულ ენაზე ცოდნა (სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, უკრაინული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, თურქული, არაბული, სპარსული და ა.შ.);
-მონაწილეებმა, ჟიურის მიერ შერჩეული დავალების მიხედვით, პოემის თემაზე უნდა დაწერონ ესე (დავალების შესასრულებლად ეძლევათ 3 საათი).

კონკურსი გაგრძელდება ორი სრული დღე. მესამე დღეს გაიმართება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება. აგრეთვე, გათვალისწინებულია კულტურული პროგრამა.

კონკურსის ორგანიზატორები და მხარდამჭერები:
კონკურსი იმართება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსურველებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2017 წლის 30 სექტემბრამდე, უნდა გაგზავნოთ განაცხადი ელ. მისამართებზე aramaterialuri@yahoo.com, ან დარეკოთ საქონტაქტო ნომრებზე: 599 08 40 03; ან 558 50 48 46.

შენიშვნა1: სატელეფონო ზარით შევსებისას განაცხადს ავსებს ზარის მიმღები პირი.
შენიშვნა2: პოემის ცოდნა შერმოწმდება შემდეგი გამოცემებით: შოთა  რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი, ტექსტი ძირითადი ვარიანტებით კომენტარებით  და  ლექსიკონითურთ ორ ტომად, ა. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქციით, ტომი 1,  გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი 1966წ. ან,  შოთა  რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი, ნოდარ ნათაძის კომენტარებით, სასკოლო გამოცემა 2011 წელი. წინასწარ საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმირების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა რედაქციების გამოყენებაც.

Print

« იხ. ყველა სიახლე