2014-10-09

“სამხრეთ კავკასიაში ნახშირწყლების შეგროვებისა და შენახვისთვის ბუნებრივი ანალოგების შესწავლა”

მოქმედი ევროგაერთიანების ERA-NET გრანტის “სამხრეთ კავკასიაში ნახშირწყლების შეგროვებისა და შენახვისთვის ბუნებრივი ანალოგების შესწავლა” (ხელშეკრულება #09/19 15.11.2011)  ფარგლებში 17-18 ოქტომბერს უნივერსიტეტის ბირველ კორპუსში 101 აუდიტორიაში ტარდება  საერთაშორისო ვორკშოპი, რომელშიც მონაწილეობენ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის კალსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტის (კოორდინატორი) მეცნიერთა ექვს კაციანი ჯგუფი და სომხეთის გეოლოგიის ინსტიტუტის სამ კაციანი მეცნიერთა ჯგუფი.
ინტერდისციპლინური პროექტი მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების  ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას  მიმდინარე გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმდინარე კვლევებში.
პროექტის ფარგლებში შესწავლილი და დახასიათებული იქნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბუნებრივი გაზების გავრცელება, სხვადასხვა ბუნებრივ წყაროებში გაანალიზდა ხარისხობრივად და რაოდენობრივად სასათბურე გაზების ემისიები. დადასტურდა, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი საქართველო და სომხეთი, მდიდარია მინერალური წყაროებით, რომლებიც ხასიათდებიან ბუნებრივი გაზების ემისიებით. ბუნებრივი  აირები ძალიან მგრძნობიარე მახასიათებლები არიან რეგიონის გეოლოგიური აგებულებისა, შესაბამისად სამხრეთ კავკასიის ნაოჭა სისტემის გეოტექტონიკური ერთეულების მრავალგვაროვნების გამო, განსხვავებულია ბუნებრივი გაზის განაწილება, ისევე, როგორც  მისი შემცველი ქანები.
პროექტი ასევე ითვალისწინებდა ნახშირორჟანგის ყოფილ ნავთობ ან გაზშემცველ გეოლოგიურ სტრუქტურებში ჩატუმბვის შესაძლებლობის გათვლასა და თანმდევი გეომექანიკური და გეოქიმიური პროცესების შესწავლას, რაც დაკავშირებულია ნახშიროჟანგის ხანგრძლივ დაგროვებასთან  ქანებში.
გეოლოგიურ ფორმაციებში ნახშირორჟანგის წნევით ჩატუმბვა უცილებლად გამოიწვევს კოროზიული პროცესების ინტენსიურობის გაზრდასა და მინერალოგიურ-ქიმიური შემადგენლობის ცვლილებას. რაც თავის მხრივ წარმოშობს ქანების გეოქიმიური თვისებების ცვლილებებს, როგორიცაა სიმტკიცე და ნაპრალიანობა. კვლევების შედეგად მივიღებთ ინფორმაცია კავკასიაში ნახშირორჟანგის დაგროვების გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილების შესახებ, რაც დამოკიდებულია სახურავი ქანების მთლიანობასა და ნაპრალთა სისტემების შესაძლო აქტიურობაზე.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სომეხი კოლეგების მიერ განხორციელდა კვლევები ნახშიროჟანგის დაგროვებისა და მისი ბიო-საწვავად გარდაქმნის მიმართულებით.
დიდია პროექტის სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა, სასათბურე გაზის-ნახშირორჟანგის ემისიის რაოდენობრივი შეფასების, მისი მიტოვებულ საბადოებში ჩატუმბვა-შენახვის საქმეში. ეს კვლევები წარმოადგენს სამეცნიერო საფუძველს მომავალში ისეთი ტექნოლოგიების  უსაფრთხო გამოყენებისა, როგორიცაა ნახშიროჟანგის დაგროვება და შენახვა მიწისქვეშა რეზერვუარებში. ეს შედეგად მოგვცემს ერთის მხრივ ნახშირორჟანგის ემისის შემცირებას და მეორეს მხრივ, ეს ქვეყნები შეუერთდებიან ე.წ. “cap and trade” სისტემას, რაც ითვალისწინებს ნახშირორჟანგის ემისსიის შემცირებას გარემოში.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გეოლოგ-მინ. მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მელიქაძე

პროგრამა


Print

« იხ. ყველა სიახლე