2014-03-26

გიორგი წიბახაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი  და უკრაინისტიკის ცენტრი 2014 წლის  30 აპრილს,  გიწვევთ თარგმანის ცნობილი თეორეტიკოსის  გიორგი წიბახაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 10 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ თეზისები და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა  ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ekaterinenavrozashvili@gmail.com (ეკატერინე ნავროზაშვილი).

თეზისის მოცულობა:
არაუმეტეს 250 სიტყვისა,  ტექსტი აკრეფილი Sylfaen -ით, ზომა 12 ;

სარეგისტრაციო ფორმა
  • სახელი, გვარი;
  • ქალაქი;
  • სამუშაო ადგილი;
  • სამეცნიერო ხარისხი/წოდება/ თანამდებობა;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მობილური ტელეფონის ნომერი;
  • მოხსენების სათაური ქართულ ენაზე.



Print

« იხ. ყველა სიახლე