2014-09-09

სამეცნიერო სესია „ქართველი სწავლულები ემიგრაციაში“

2014 წლის ოქტომბერში სრულდება  თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის დაარსებიდან 20 წლისთავი და მისი დამაარსებლის, საქართველოს აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ გურამ შარაძის დაბადებიდან 74-ე წლისთავი. ამასთან დაკავშირებით 2014 წლის 20 ოქტომბერს თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი აწყობს სამეცნიერო სესიას და გამოფენას ”ქართველი სწავლულები ემიგრაციაში”.

სამეცნიერო სესიაში მონაწილე მეცნიერებსა და სტუდენტებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ სესიაზე წარმოსადგენი მოხსენების სათაური და თეზისები 2014 წლის 10 ოქტომბრამდე ელექტრონულ მისამართზე: rusokobi@yahoo.com, ტელ.: 2-29-15-53.

                                                                                       

Print

« იხ. ყველა სიახლე