2015-03-18

პროფესორ გერი სიმფსონის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტსა და პროფესორ  გერი სიმფსონს  (მელბურნის უნივერსიტეტის  საერთაშორისო სამართლის კენეტ ბეილის კათედრის ხელმძღვანელი; ლონდონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) საერთაშორისო სამართლის მოწვეული პროფესორი) შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში ცხადდება ლექციათა ციკლი საერთაშორისო სამართალის აქტუალური პრობლემების შესახებ ინგლისურ ენაზე.

ლექციები ჩატარდება 2015 წლის 19 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით.

პროფესორ გერი სიმფსონის ლექციათა განრიგი:

ხუთშაბათი 19 მარტი

17:00 - 18:30 – თემა: კანონგარეშედ გამოცხადებული სახელმწიფოები (218 აუდიტორა, მე-2 კორპუსი, თსუ)

პარასკევი 20 მარტი

11:00 - 12:30 - თემა: ძალის გამოყენება და უკრაინის კრიზისი (331, გაეროს აუდიტორია, მე-2 კორპუსი, თსუ)

18:00 - 19:30 - თემა: საერთაშორისო სამართლის არსი და რეალობა (219 აუდიტორა, მე-2 კორპუსი, თსუ)


შაბათი 21 მარტი


10:00 - 12:00 - თემა: საერთაშორისო სისხლის სამართლი და ადამინის უფლებები (406, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, მე-2 კორპუსი, თსუ)

Print

« იხ. ყველა სიახლე