2017-05-24

პრაქტიკული კურსი "როგორ დავიწყო სტარტაპი"

თსუ ფაბ-ლაბი და ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი თსუ სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს "როგორ დავიწყო სტარტაპი".

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და გაზარდოს სტუდენტების ინფორმირებულობა და ჩართულობა სტარტაპების განვითარებაში.

პრაქტიკული კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ დაესწრონ მოწვეული სპიკერების ტრენინგებს შემდეგ მოდულებში:

  • ბიზნეს გეგმის შედგენა;
  • მარკეტინგი და ბაზარზე სწორი პოზიციონირება;
  • სტარტაპის სამართლებრივი ასპექტები;
  • ფინანსური აღრიცხვის წარმოება.
პროექტის ბოლოს გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი.

პროექტის მხარდამჭერია "სტარტაპ საქართველო"

პროექტში მონაწილეობისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/6kiO0Z
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 მაისი, 18:00 საათი.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
Fab Lab TSU - ბიზნეს ინკუბატორი

Print

« იხ. ყველა სიახლე