2015-04-15

პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საყურადღებოდ!

2015 წლის 15 აპრილს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიჯლეს უნივერსიტეტის (თურქეთი) მევლანას გაცვლითი პროგრამის კოორდინატორი ქალბატონი ქადრიე დიმიჯი ჩატარებს გაცნობითი სახის საინფორმაციო შეხვედრას და ისაუბრებს დიჯლეს უნივერსიტეტსა და თსუს შორის მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, №107 აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე