2017-03-07

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსს.

კურსი მოიცავს საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილს:
 ✔️ წაკითხულის გააზრება
 ✔️ანალიტიკური წერა
 ✔️ლოგიკური მსჯელობა
 ✔️რაოდენობრივი მსჯელობა

კურსი დაიწყება 2017 წლის 20 მარტს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ - ორი საათი.

კურსის გავლის მსურველები რეგისტრაციისთვის მობრძანდით უწყვეტი განათლების ცენტრის შენობაში. თსუ I კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული. (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა, მეორე სართული).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
abiturienti@tsu.ge
ტელ.555 - 65 - 41 - 40
თსუ აბიტურიენტთა მომზადება - TSU abiturientta momzadeba
Print

« იხ. ყველა სიახლე