2016-03-15

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა პეტიცია

უნივერსიტეტის ინტერესები ერთნაირად მნიშვნელოვანია თითოეული უნივერსიტეტელისათვის, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის. უკანასკნელ პერიოდში  განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:

1. მოვუწოდებთ სტუდენტებს სიმშვიდისაკენ და არსებული პრობლემების საუნივერსიტეტო სივრცეში, სამართლებრივ რეჟიმში, დიალოგის გზით მოგვარებისკენ.

2. მოგიწოდებთ, კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების არგუმენტირებულ დასაბუთებისკენ. ვინაიდან, უსაფუძვლო ბრალდება არის პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვა. მიგვაჩნია, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება არ უნდა გახდეს პიროვნების დისკრედიტაციის საფუძველი.

3. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენთაგანის ვალია არ დავუშვათ დაპირისპირება. შესაბამისად, მზად ვართ შევასრულოთ მედიატორის როლი აღნიშნულ პროცესებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე