2016-07-13

განათლების განვითარების პლატფორმის მორიგი სხდომა

14 ივლისს 17.00 საათზე განათლების განვითარების პლატფორმის ფარგლებში მორიგი სხდომა გაიმართება. სტუდენტები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და განათლების ქართველ ექსპერტებს შეხვდებიან.

მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა აკადემიური თავისუფლება, საუნივერსიტეტო ავტონომია, უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურა, კვლევისა და სწავლების ინტეგრაცია, საგრანტო დაფინანსება, გარე შეფასება და სხვა. სტუდენტებს საშუალება ექნებათ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ, მათ შორის პროფესორებს ნილ მაკფარლეინი, როჯერ ქაშმორი, მელიტა კოვაჩევიჩი, ზაზა კოკაია და სხვა.

იხილეთ სამუშაო ჯგუფების თემატიკა და მოწვეული სტუმრები

სამუშაო ჯგუფებში ჩართვისათვის გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე

მისამართი:ინოვაციების ქუჩა N7 ოქროყანა, ტექნო პარკი



Print

« იხ. ყველა სიახლე