2013-12-20

დოჰას მე-11 საერთაშორისო რელიგიათშორისი კონფერენცია

გაცნობეთ, რომ რელიგიათშორისი დიალოგის დოჰას საერთაშორისო ცენტრის ( Doha International Center for Interfaith Dialogue, DICID ) ორგანიზებით 2014 წლის 23-25 მარტს ქალაქ დოჰაში გაიმართება ”დოჰას  მე 11-საერთაშორისო რელიგიათშორისი კონფერენცია.”
ორგანიზატორები ღონისძიებაში მონაწილეობისა და დასწრების მიზნით იწვევენ ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლების უშუალოდ ჩართულნი არიან რელიგიათშორისი დიალოგის საკითხებში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დაჯილდოება ნომინაციაში ”ახალგაზრდების საშუალებით დიალოგის ხელშეწყობა”( Enhancing Value of Dialogue Through Youth).
კატარის მხარე ღონისძიებაში მონაწილეობისათვის იწვევს საქართველოს შესაბამისი უწყების, უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, შესაბამისი ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან რელიგიათშორისი დიალოგის საკითხებში. ქართულმა მხარემ შესაძლოა მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებებში და წარადგინოს  კანდიდატურა შესაძლო დაჯილდოების მიზნით. 
მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი პროექტები კონფერენციის ორგანიზატორებს უნდა მიაწოდონ არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა. შესაბამისად გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში პროექტები წარადგინოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  
ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.dicid.org და ტელეფონის ნომრებზე +(974) 4486 566  55/5552 ან ელექტრონულ მისამართზე: 11thdc2014@dicid.org
Print

« იხ. ყველა სიახლე