2016-03-09

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქვეპროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის“. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ  ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას იმ სტუდენტებზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A) ფრიადი (91 ქულა და მეტი) წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად და სწავლობენ თანდართულ დოკუმენტში მითითებულ მიმართულებებსა და დარგებზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი და ბმული.

Print

« იხ. ყველა სიახლე