2014-03-27

თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
1.    სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი ( მე–4 საფეხური);
2.    სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი ( მე–5 საფეხური);
3.    ტურიზმის მენეჯმენტი (მე–4 საფეხური);
4.    ტურიზმის მენეჯმენტი (მე–5 საფეხური).

27  მარტიდან  11 აპრილის ჩათვლით  მიმდინარეობს რეგისტრაცია თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოქალაქის პირადობის მოწმობა და წინა საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამის აღნიშნულ საფეხურებზე მიღებისათვის აუცილებელია წინა საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
რეგისტრაციისთვის უნდა  მიმართოთ   თბილისის საინფორმაციო ცენტრს (მის: თბილისი კოსტავას ქ. #77), სამინისტროს  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და  სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ( მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,  I კორპუსი , 111 ოთახი).

ინფორმაციისთვის დარეკეთ : 2 25 04 84; 2 25 39 71




Print

« იხ. ყველა სიახლე