2019-09-05

მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

12 სექტემბერს, 18.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება (ქუდების აყრის ცერემონია) კლუბ-ლაუნჯში „ოტიუმი“ (კუს ტბის ასახვევი) გაიმართება. მაგისტრატურის გამოშვების ღონისძიების ბოლოს  ბენდი „New One“ იზრუნებს კურსდამთავრებულთა განწყობაზე.

მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიებისთვის მანტიები გაიცემა ფაკულტეტებზე 
11 და 12 სექტემბერს 10.00 – 18.00 სთ      

• ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - II კორპ. #158
• იურიდიული ფაკულტეტი - II კორპ. #217
• ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - I კორპ.  #201 ა
• სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - VI კორპ. #203
• ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპ. #102
• ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - X (მაღლივი) კორპ. #204
• მედიცინის ფაკულტეტი - მორფოლოგიის ინსტიტუტი #324

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული

Print

« იხ. ყველა სიახლე