2017-05-08

საზაფხულო სკოლა ვარშავაში

ვარშავის უნივერსიტეტი ორგანიზებას უწევს საზაფხულო სკოლას (3-15 ივლისი, 2017), სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ კრედიტებს (4 ან 8 კრედიტი).

შემოთავაზებული მიმართულებები:

მარკეტინგი
ბრენდის მენეჯმენტი
მენეჯმენტი და ინოვაციების ეკონომიკა
პროექტის მენეჯმენტი
ინტერკულტურული ურთიერთობები

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 22 მაისი, 2017
შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ საკონტაქტო პირს: dominika.brodowicz@sgh.waw.pl
Print

« იხ. ყველა სიახლე