2016-12-05

საახალწლო სტუდენტური ფოტოკონკურსი - ,,ბიბლიოთეკა ჩემს ფოტოობიექტივში’’

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს საახალწლო სტუდენტურ ფოტოკონკურსს სახელწოდებით - ,,ბიბლიოთეკა ჩემს ფოტობიექტივში’’. გადაიღე კადრი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შესახებ, გახდი ფოტოკონკურსის გამარჯვებული და მოიგე პრიზები. მონაწილეობის მსურველებმა 5 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით ფოტოები უნდა გამოაგზავნონ  საკონკურსო მისამართზე: tsu.libraryphotos@gmail.com.
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (სამივე საგანმანათლებლო საფეხური);
  • ერთი მონაწილისგან მიიღება მხოლოდ ერთი საკონკურსო ფოტო;
  • გამოაგზავნეთ მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტო (კონკურსზე არ დაიშვება ფოტო, რომელსაც ექნება წარწერა ან რაიმე ნიშანი).
  • ფოტონამუშევართან ერთად საკონკურსო ელ.ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, სასწავლო მიმართულება, საგანმანათლებლო საფეხური და საკონტაქტო ინფორმაცია.
LIKE-ების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
  • პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცემა ფოტო სამყაროსგან 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
  • მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს ფოტო-ატელიე ,,Family Studio’’ გადასცემს ჯგუფური ფოტოსესიის ვაუჩერს.
  • მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი ბიბლიოთეკისგან საჩუქრად მიიღებს ალბომს - ,,ქართული ფოტოგრაფია’’.
სამივე გამარჯვებულს ,,Igo Studio’’ გადასცემს გამარჯვებული კადრით დასურათებულ A3 ფორმატის საახალწლო კალენდარს. კონკურსის ფარგლებში შემოსული საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 11 იანვარს. ფოტოების ელექტრონული ვერსია დაცული იქნება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდში სახელით: ,,ფოტოკონკურსი 2016 - ბიბლიოთეკა ჩემს ფოტოობიექტივში” საავტორო უფლების დაცვით.

Print

« იხ. ყველა სიახლე