2015-09-18

სადოქტორო თანახელმძღვანელობის სტიპენდია

სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ფრანკოფონული ცენტრი (CEREFREA Villa Noël) აცხადებს კონკურსს სადოქტორო სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია გაიცემა 5-დან 10 თვემდე ვადით და ითვალისწინებს თანახელძღვანელობის ეგიდით სადოქტორო კვლევის დაფინანსებას AUF-ის წევრ ნებიმიერ უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფრანკოფონ დოქტორანტს, რომელიც  2015-16 სასწავლო წლის პერიოდში ირიცხება AUF-ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო www.auf.org) წევრ უნივერსიტეტის (თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი) სადოქტორო პროგრამის მეორე კურსზე და რომელიც მიიღებს თანახელმძღვანელობის ხელშეკრულების გაფორმების თანხმობას AUF-ის წევრი უნივერსიტეტიდან.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 14 ნოემბერი. კანდიდატის სრული დოსიე იგზავნება ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: edss@g.unibuc.ro

დეტალურად კონკურსის პირობები და წარსადგენი საბუთების ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
tamar.garibashvili@auf.org

Print

« იხ. ყველა სიახლე